ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბი – დიმიტრი ცინცაძის ფილმის „ბედნიერების ღმერთის“ ჩვენება

6 თებერვალს, 22:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბში დიმიტრი ცინცაძის ფილმის „ბედნიერების ღმერთის“ ჩვენება გაიმართება.
უმუშევარ მსახიობ გიორგის მოულოდნელად თავისი 15 წლის ქალიშვილი შეხვდება, რომელიც 10 წელია არ უნახავს. იგი ამაოდ ცდილობს აჩვენოს შვილს, თითქოს გიორგი მდიდარი და წარმატებული ადამიანია. გოგონას დარწმუნება არც ისე იოლია.
„ბედნიერების ღმერთი” გადაღებულია 2015 წელს და იგი გერმანია-საფრანგეთი-საქართველოს კოპროდუქციაა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: ლაშა ბაქრაძე, თინა მელიავა, ნადეჟდა ბრენიკე, ელი ჯეიმს ბლიზესი და უფუქ ბოზქურთი.
ღონისძიების ბმული:
https://www.facebook.com/events/1126310397783200/
ფილმის ჩვენება გაიმართება პირდაპირი ჩვენების ფორმატში ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.  ბმული ასევე გაზიარდება ეროვნულ კინოკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები