„გამოვიდა თემური მძიმე ნაბიჯებით და… იმღერა“ – თემურ წიკლაურის გამოსათხოვარი

თემურ წიკლაურის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ჟურნალ „კარიბჭის“ მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი ეხმაურება.
„ორჯერ მოკლეს…
როცა პირველად გაავრცელეს ხმა მისი გარდაცვალების შესახებ, მაშინ ვფიქრობდი, ასე მხოლოდ მათ ექცევიან, ვინც უკვე დაიმსახურა მარადიული სიყვარული ერის მეხსიერებაში…
თავადაც ორჯერ გარდაიცვალა… ერთხელ – 80-იან წლებში, როცა შვილი მიაბარა მიწას… ჰო, როცა ადამიანს შვილი უკვდება, მისი დარჩენილი წლები თავგანწირული ბრძოლაა ამქვეყნიურიდან იმქვეყნიურისკენ…
უნდა გავიხსენო ის მძიმე წუთები მისი ცხოვრებიდან, ჩემი ბავშვობის ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ მოგონებად რომ იქცა…
როცა ვაჟი გარდაეცვალა, ფილარმონიაში უკვე დაგეგმილი იყო „ივერიის“ კონცერტები… თემური კი ამ კონცერტების მთავარი პერსონაჟი იყო ყოველთვის… მთელი საქართველო შეძრა მისმა ტკივილმა… და დადგა კონცერტის დღე… 2500 კაცი სუნთქვაშეკრული და გაოგნებული ელოდა შვილმკვდარ მამას, რომელსაც მათთვის უნდა ემღერა… გამოვიდა თემური მძიმე ნაბიჯებით… გაჭაღარავებული… ცრემლიანი თვალებით… და იმღერა… 2500 კაცი, სანთლებანთებული, ფეხზე წამომდგარი… ერთიანად ტიროდა ყველა… ასმაგად შეიყვარა მაშინ მაყურებელმა ამ ადამიანური გმირობისათვის…
ადამიანად დარჩა ბოლომდე… და ეს დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა…
თემურ წიკლაური სამარადისო სამყოფელში მიდის“… – წერს თამარ მამაცაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები