ნატურალური თაფლის ექსპორტი 240%-ით გაიზარდა

საქართველომ ნატურალური თაფლის ექსპორტი 240%-ით გაზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს ქვეყნიდან ექსპორტზე 21,7 ტონა თაფლი გავიდა და მიღებულმა შემოსავალმა, ჯამურად, 122,5 ათასი დოლარი შეადგინა.
2019 წელს საქართველომ ექსპორტზე მხოლოდ 56,3 ათასი დოლარის 6,38 ტონა ნატურალური თაფლის გატანა შეძლო.
გასულ წელს ქართული თაფლი სულ 12 ქვეყანაში გაიყიდა. ქართული თაფლის მთავარი იმპორტიორები არიან:

იტალია – 10 ტონა
აშშ – 4,89 ტონა
ბულგარეთი – 2,83 ტონა
კანადა – 1,81 ტონა
ყატარი – 123 ტონა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები