მთავრობამ ბანკებისაგან 35 მილიონი ლარი ისესხა

2021 წლის 2 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 42 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.980 პროცენტით, მაქსიმალური 8.040 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.002 პროცენტით განისაზღვრა.
დღესვე, 2021 წლის 2 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 71 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტით, მაქსიმალური 8.080 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.026 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 8.000 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები