კახა კალაძე თემურ წიკლაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

თბილისის მერი, კახა კალაძე მომღერალ თემურ წიკლაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც კალაძე სოციალურ ქსელში წერს, თემურ წიკლაური იყო კაცი, რომელმაც უკვდავი სასცენო სახეები შექმნა და თავისი შემოქმედება ყველა თაობის ადამიანს დაამახსოვრა.

“ჩვენ გვერდით აღარ არის ყველასთვის საყვარელი მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი, საპატიო თბილისელი – თემურ წიკლაური. კაცი, რომელმაც უკვდავი სასცენო სახეები შექმნა და თავისი შემოქმედება ყველა თაობის ადამიანს დაამახსოვრა. ვწუხვარ და ვიზიარებ მისი ოჯახისა და მეგობრების დიდ დანაკარგს”, – წერს კახა კალაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები