მომღერალი თემურ წიკლაური გარდაიცვალა

მომღერალი, თემურ წიკლაური გარდაიცვალა. ამის შესახებ მისი შვილიშვილი, ანდრო გოგიბედაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

,,გარდაიცვალა ბაბუაჩემი, თემურ წიკლაური”, – წერს მომღერლის შვილიშვილი.

კორონავირუსით ინფიცირების გამო, თემურ წიკლაური გორში, სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა.

თემურ წიკლაური 1967 წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი; 1967–1972წწ. ანსამბლ „ციცინათელას” წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას” სოლისტი.

მის რეპერტუარშია ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები, მათ შორის: „ჩემი თბილისი და ფიროსმანი”, „საქართველოს მანანებო”, „იყიდება საქართველო”, „დინამო”; მიუზიკლები: არწივი (1980, „ჩხიკვთა ქორწილი”), მეფე აიეტი (1983, „არგონავტები”), გერვასი (1986, „თოვლის ბებოს ზღაპარი”), ნიკო ფიროსმანი (1995, „ფიროსმანი”).

ასევე, შესრულებული აქვს როლები კინოფილმებში: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში”, „ივერია, სიყვარული და…”, „უმცროსი და”, „ჩხიკვთა ქორწილი” და „არგონავტები”.

2014 წელს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან მისი ვარსკვლავი გაიხსნა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები