1-ელი თებერვლიდან აჭარაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან აჭარაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში ჯანდაცვის რეკომენდაციისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით განახლდა. ყველა სკოლა უზრუნველყოფილია შესაბამისი რესურსით იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში წარიმართოს. საჯარო სკოლებში 12:00 საათის მდგომარეობით მოსწავლეთა გამოცხადების სტატისტიკა (I ცვლა): ბათუმი -73.5%; ხელვაჩაური-81%; ქობულეთი-85 %; შუახევი-93%; ქედა-91%; ხულო- 95%.