კოვიდვაქცინის დოკუმენტი ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხი – ეკონომიკის მინისტრი ავიაკომპანიებს მიმართავს

ავიაკომპანიებს მივმართავთ თხოვნით, რომ თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომელთაც თან არ ექნებათ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი ან კოვიდ-ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინოვაცია, რომელიც საშუალებას იძლევა საქართველოში პირველ რიგში ვაქცინირებული უცხოელების ჯგუფი შემოვიდეს.

„ავიაკომპანიებს მივმართავთ თხოვნით, რომ თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომელთაც თან არ ექნებათ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი ან კოვიდ-ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს მოგვცემს საშუალებას დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ სწრაფად როგორ შემოვიყვანოთ საქართველოში პირველ რიგში ვაქცინირებული უცხოელების ჯგუფი, ვისაც სურს საქართველოს ეწვიოს და დაათვალიეროს. ამისთვის ჩვენ ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონს, დადებითობის მაჩვენებლის მიხედვით. ამ ეტაპზე ეს არის აჭარა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები