რუსუდან კერვალიშვილი საპატიმროს ტოვებს – რას აცხადებს ადვოკატი

„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, რუსუდან კერვალიშვილი პენიტენციურ დაწესებულებას 31 მარტს დატოვებს. მას აღნიშნულ დროს სასჯელი სრულად ექნება მოხდილი. ამის შესხებ კერვალიშვილის ადვოკატმა, მარიამ ცუცქირიძემ „კვირასთან“ საუბარში განაცხადა.

„მან სრულად მოიხადა სასჯელი. ქალბატონმა რუსუდანმა თავის დროზე უარი განაცხადა შეწყალებაზე და პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე, მოიხადა ის სასჯელი, რაც სასამართლომ მიუსაჯა,“ – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, რუსუდან კერვალიშვილი „ცენტრ პოინტის“ კიდევ ერთ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელთან, მაია რჩეულიშვილთან ერთად დამნაშავედ არის ცნობილი თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორივე მათგანს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული. საქმე რამდენიმე ობიექტს, მათ შორის, სააკაძის მოედნის, კრწანისისა და წყნეთის ობიექტებს ეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები