მიხეილ სადრაძე: მთელი აქცენტი გამოძიების მიმართული არის უკვე დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებისთვის და პროკურატურა ამ მიმართულებით ყველა ღონისძიებას ატარებს

პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტით არის დადასტურებული.

„ჩვენ მოვიპოვეთ უტყუარი მტკიცებულებები და მათ მიერ ჩადენილი ქმედებების გარშემო გამოძიება სრულად ამოვწურეთ. მტკიცებულებების ნაწილი, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გავასაჯაროვეთ და ყველამ ერთად ვნახეთ ბრალდებულის აღიარება. ამავდროულად, დავადგინეთ მოტივი, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად“, – აღნიშნა მიხეილ სადრაძემ.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის მთელი აქცენტი გამოძიების მიმართული არის უკვე დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებისთვის და ამ მიმართულებით საგამოძიებო ორგანო ყველა ღონისძიებას ატარებს.

„დღეს ერთი პირი უკვე იმყოფება გამოკითხვაზე. აქტიურად ვახორციელებთ საგამოძიებო მოქმედებებს და შესაბამისი შედეგების თაობაზე, რა თქმა უნდა, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები