მიხეილ სადრაძე: პროკურატურა ბრალდებულების პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობას ვერ ხედავს, ისინი განაჩენს გარეთ დაელოდებიან

ე.წ. დავით-გარეჯის საქმის პროკურორის განცხადებით, პროკურატურა ბრალდებულების პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობას ვეღარ ხედავს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

ამის შესახებ მიხეილ სადრაძემ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

„რაც შეეხება ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთი ღონისძიების ამ ეტაპისთვის შეცვლის საკითხს, ბრალდების მხარე ბრალდებულების პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობას ვეღარ ხედავს, რადგან მათ მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დასრულებულია და გადაცემულია სასამართლოსთვის“, – აღნიშნა მიხეილ სადრაძემ.

მისივე თქმით, დადგენილია დანაშაულის მოტივი და გამოძიება ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს.

„აქედან გამომდინარე, ბრალდებულები განაჩენს დაელოდებიან გარეთ“, – განაცხადა პროკურორმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი – ნატალია ილიჩოვა უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტის ბრალდებით დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები