იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ალბომი „მეფე ერეკლე” გამოსცა

მეფე ერეკლე მეორის 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ალბომი „მეფე ერეკლე” გამოსცა, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

“წიგნი მკითხველს ვიზუალური მასალით მოუთხრობს ერეკლე მეფის ცხოვრებისა და მრავალმხრივი მოღვაწეობის თაობაზე. პუბლიკაციაში შეტანილია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ისტორიული საბუთები, ხელნაწერები, პირადი წერილები, მეფისა და მისი ოჯახის წევრების პორტრეტები, ასევე, სხვადასხვა საარქივო და სამუზეუმო დაწესებულებაში დაცული მეფე ერეკლეს პირადი ნივთები, ფერწერული ტილოები და სხვა.

წიგნი ასახავს მე-18 საუკუნეში მოღვაწე საქართველოს გამორჩეული მეფის სამხედრო-პოლიტიკურ და პირად ცხოვრებას და მის შესახებ მკითხველს მრავალ საინტერესო ცნობას აწვდის. წიგნში შეტანილი არაერთი დოკუმენტი პირველად ქვეყნდება”, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები