„დიდი გულისტკივილით გემშვიდობებით, მამუკა“…

რუსთაველის თეატრი მამუკა ლორიას ემშვიდობება.
„გარდაიცვალა ყველასათვის საყვარელი ადამიანი, რუსთაველის თეატრის მსახიობი მამუკა ლორია.
სამ ათეულ წელზე მეტი რუსთაველის თეატრში… რუსთაველის თეატრში, რომელიც მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა… „სისხლიანი ქორწილი“, „მაკბეტი“, „ლამარა“, „მუსუსი“, „ქალი-გველი“, „სალამურა“, „იულიუს კეისარი“… ვრცელია სპექტაკლთა ჩამონათვალი. არაერთი საინტერესო და დასამახსოვრებელი სახე შექმნა მამუკამ ამ სცენაზე. განსაკუთრებულ მოწონებას კი მისი სახასიათო როლები იმსახურებდა.
მაყურებელს არ დაავიწყდება მისი ეკრანული სახეები. მამუკა ლორია გადაღებულია ოცამდე ფილმში, მონაწილეობდა ტელესერიალებსა და ტელესპექტაკლებში.
არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, არაჩვეულებრივი მსახიობი, ბავშვივით გულუბრყვილო, ალალი, ერთგული მეგობარი.
დიდი გულისტკივილით გემშვიდობებით, მამუკა. შენი ხსოვნა მარად დარჩება ჩვენს გულებში“, – აღნიშნულია რუსთაველის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები