ირაკლი ქადაგიშვილი: დეპუტატები სამუშაოს შესრულებას თავს რომ არიდებენ, ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური პრობლემა, არამედ ღალატი იმ მოწოდებისა და დაკვეთის, რაც მათ ხალხისგან მიიღეს

“დეპუტატები სამუშაოს შესრულებას თავს რომ არიდებენ, ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური პრობლემა, არამედ გარკვეულწილად, ღალატი იმ მოწოდებისა და დაკვეთის, რაც მათ ხალხისგან მიიღეს”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოიკოტი და საბოტაჟი საპარლამენტო ცხოვრების ნორმალურ რიტმს ძირს უთხრის.

„საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პროცედურების მიხედვით მოქმედებს, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს. ამომრჩეველმა აირჩია პოლიტიკური პარტიები და პარლამენტარები იმისთვის, რომ პარლამენტში შევიდნენ და თავისი სამუშაო შეასრულონ, ის სამუშაო, რომელიც ამომრჩევლმა დააკისრა. ისინი ამ სამუშაოს შესრულებას თავს რომ არიდებენ, ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური პრობლემა, არამედ გარკვეულწილად, ღალატი იმ მოწოდებისა და დაკვეთის, რაც მათ ხალხისგან მიიღეს, რადგან მათ მიერ გაწეული ბოიკოტი და საბოტაჟი პარლამენტის წინააღმდეგ გარკვეულწილად ძირს უთხრის საპარლამენტო ცხოვრების ნორმალურ რიტმს და არ არის საქართველოს ინტერესებში. ისინი უნდა იყვნენ პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს 2 თებერვალს გახდება ცნობილი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი. დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კიდევ 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები