სოზარ სუბარი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: თეა წულუკიანის და მისი გუნდის საოცრად კარგმა მუშაობამ მოგვცა, რომ მოგვეგო ეს პროცესი

სააკაშვილმა და მისმა გუნდმა შეიტანეს საჩივარი ჰააგის საერთაშირისო სასამართლოში, რომელიც უბრალოდ არ მიიღო ჰააგამ იმდენად არასწორად და არა კვალიფიციურად იყო შეტანილი და იგივე ელოდებოდა ამ საჩივარსაც, რომ არა დღევანდელი ხელისუფლების და პირადად თეა წულუკიანის და მისი გუნდის საოცრად კარგი მუშაობა. ამ მუშაობამ მოგვცა ეს, რომ მოგვეგო ეს პროცესი, – განაცხადა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა აჭარის მაუწყებლის ეთერში, გადაცემა “თავისუფალი სივრცე”.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2007-2013 წლამდე “ნაციონალურმა მოძრაობამ” ვერ შეძლო, ჰააგის საერთაშირისო სასამართლოში, მტკიცებულებები წარედგინა.

მისივე თქმით, თუ ვისი დამსახურებაა სტრასბურგის სასამართლოს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ პროცესის მოგება, ყოფილი და ახლანდელი ხელისუფლება ამ საკითხში ერთიანი უნდა ყოფილიყო.

“ეს ის თემაა რაშიც არ უნდა მომხდარიყო გაყოფა და ერთიანები უნდა ვიყოთ რაღაცაში მაინც.  თუ, დამსახურებაზე და ტრაგედიაზეა საუბარი, ეს ტრაგედია, რაც მოხდა 2008 წელს არის პირადად მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის დამსახურება, რომლებმაც მიატოვეს ხალხი: კოჯორის ხეობაში, დიდი და პატარა ლიახვის ხეობაში და ფრონის ხეობაში და როდესაც რუსეთის ტანკები მოდიოდნენ გორის ტრასაზე და ახალგორისკენ წავიდნენ დიდი სიხარულით გვახარა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ტელევიზორიდან, რომ არიქათ გადავრჩით და ახალგორით მიდიანო თითქოს ახალგორი საქართველო არ არის.

მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს გვახსოვს სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს არაფერი დაუკარგავს რამდენიმე ქვა-ღორღიანი ადგილია, რომელსაც ფასი არა აქვს თურმე ქვეყნისთვის, სამაგიეროდ ჩამოვხსენით ნიღაბი რუსეთსო. ისევე როგორც ფასი არ ჰქონდა დავით გარეჯს იმ ხელისუფებისთვის და უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებს.

მეორე მათ, რაც გააკეთეს სტრასბურგში როდესაც რეზოლუცია მიიღეს ხელი მოაწერა საქარველოს წარმომადგენლობამ, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა, რომ ომის წამოწყები იყო საქართველო და საქართველო იყო ამ ომში დამნაშავე.

მათ შეიტანეს საჩივარი ჰააგის საერთაშირისო სასამართლოში, რომელიც უბრალოდ არ მიიღო ჰააგამ იმდენად არასწორად და არა კვალიფიციურად იყო შეტანილი და იგივე ელოდებოდა ამ საჩივარსაც, რომ არა დღევანდელი ხელისუფლების და პირადად თეა წულუკიანის და მისი გუნდის საოცრად კარგი მუშაობა და ამ მუშაობამ მოგვცა ეს, რომ მოგვეგო ეს პროცესი.  მთავარი მტკიცებულებები არ იყო წარდგენილი, ანუ 2007-2013 წლამდე ვერ მოახერხა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა რომ მთავარი მტკიცებულებები წარედგინა. ეს მტკიცებულებები იქნა მოძიებული და წარდგენილი სწორედ თეა წულუკიანის და მისი გუნდის მიერ.

ეს გვაძლევს იურიდიულ საბუთს იმისას, რომ საქართველო არის ერთიანი, მისი ტერიტორიები არის ოკუპირებული და ეს არის სამომავლოდ ტერიტორიების აღდგენის დიდი გარანტია. ამით აქვს დიდი იარაღი თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელთა მოტაცებაც ხდება გამყოფი ხაზიდან ან უკანონო წამება და მათი გასამართლება, რომ იჩივლონ რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც არის რეალური დეფაქტო ძალაუფლების განმახორციელებელი და დაისაჯოს რუსეთი”, – განაცხადა სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები