ირაკლი ქადაგიშვილი მეუფე იაკობის განცხადებაზე: პოლიტიკური მმართველობის სისტემაში ეკლესიის პირდაპირი ჩართულობა არანაირად არ არის მიზანშეწონილი

სახელმწიფო მმართველობის და მითუმეტეს პოლიტიკური მმართველობის სისტემაში ეკლესიის პირდაპირი ჩართულობა არანაირად არ არის მიზანშეწონილი, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ხელისუფლებისა და ეკლესიის ურთიერთობას კონსტიტუცია არეგულირებს.

“საქართველოში ეკლესიის და სახელმწიფოს ურთიერთობა რეგულირდება კონსტიტუციური ჩანაწერით და კონსტიტუციაში ეს არის ასახული. გამომდინარე აქედან სახელმწიფო მმართველობის და მითუმეტეს პოლიტიკური მმართველობის სისტემაში ეკლესიის პირდაპირი ჩართულობა არანაირად არ არის მიზანშეწონილი და კონსტიტუცია, როგორც ვთქვი, ამას არეგულირებს ძალიან კარგად”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, მეუფე იაკობმა დღეს განაცხადა, რომ ოპოზიციას იმის ძალა არ აქვს, რომ ქუჩაში ხალხი გამოიყვანოს, ხოლო ეკლესიას რომ დასჭირდეს და საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდოს, გაცილებით მეტ ადამიანს ვნახავთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები