ირაკლი ღარიბაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ

რადიო „იმედზე“ გადაცემაში „კვირის პოლიტიკა“  სტუმრობისას,  საქართველოს თავდაცვის მინისტრი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, გადაწყვეტილება, რომლის თანახმად,  საქართველომ   რუსეთს    საქმე მოუგო, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება,  ჩვენი ქვეყნისთვის  ძალიან მნიშვნელოვანია.

- რეკლამა -

- რეკლამა -

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა,  სასამართლოს განაჩენი  საქართველოს ხელისუფლების, სხვადასხვა უწყების, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს  ეფექტიან  და  გამართულ  მუშაობასაც ადასტურებს.

„ეს რეალურად არის აღიარება იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტია, რუსეთმა ჩაატარა ეთნოწმენდა ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა,  ყველაზე მეტად დაზარალდა საქართველოს მოსახლეობა,  ქართველი ხალხი, ჩვენი ქვეყანა. შედეგად   მივიღეთ ოკუპირებული ტერიტორიები, ჩვენი ტერიტორიის 20%  არის ოკუპირებული. ეს აღიარება  შემთხვევით არ მომხდარა. ამას სჭირდებოდა, დამერწმუნეთ 24 საათიანი მუშაობა“.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა,  პროცესი, რომელიც ჰააგის სასამართლოში გრძელდება, საქართველოს სახელმწიფოსთვის შესაბამისი შედეგით დასრულდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა  2008 წლის აგვისტოს ომისა და სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის ცილისმწამებლური განცხადებებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ  მძიმე ბრალდებები ყოფილი პრეზიდენტის პროპაგანდის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა.

„მათი პროპაგანდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო სწორედ ის, რომ ჩვენი ხელისუფლება  ქართველი სამხედროების გასამართლებას ევროსტრუქტურებში სასამართლოში  აპირებდა.   რეალურად ეს არის გაქარწყლება  იმ მძიმე, ამორალური ბრალდებებისა, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვისმენდით სააკაშვილისგან და „ნაციონალური მოძრაობისგან“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები