დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციის წარმომადგენლებს კიდევ აქვთ დრო, მიიღონ გადაწყვეტილება და სამუშაო პროცესში ჩაერთონ

“საზოგადოებამ ისინი პარლამენტში ამ შემადგენლობით წარადგინა და ეს შემადგენლობა უნდა იყოს პარლამენტში, მუშა პროცესში, არა ქუჩაში, გვერდიდან უპასუხისმგებლო განცხადებებით”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს კიდევ აქვთ დრო, მიიღონ გადაწყვეტილება და სამუშაო პროცესში ჩაერთონ.

„ჩემი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე, რამდენად შეასრულებენ საკუთარი ამომრჩევლის დაკვეთას, რამდენად არიან პასუხისმგებლები იმ გადაწყვეტილების, რომ საზოგადოებამ ისინი პარლამენტში ამ შემადგენლობით წარადგინა და ეს შემადგენლობა უნდა იყოს პარლამენტში, მუშა პროცესში, არა ქუჩაში, გვერდიდან უპასუხისმგებლო განცხადებებით. მათ კიდევ აქვთ დრო, რომ გადაწყვეტილება მიიღონ. შესაბამისად, ჩემი პოზიციის ჩამოყალიბებისთვის კიდევ უფრო მეტი დრო მაქვს, ვიდრე – მათ“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები