კალაძე: სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების პროცესში ადამიანები არასდროს დამიყვია

“არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არის გამოწვევა და ჩვენ ბიუჯეტში ეს განსაზღვრულია, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

როგორც მან აღნიშნა, თბილისის მერიაში დახმარებების მოთხოვნასთან  დაკავშირებით ძალიან ბევრი წერილი შემოდის.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში აღნიშნული თემით კონკერტული ტელევიზიებისა და ოპონენტების მხრიდან მანიპულირება ხდება.

„რა თქმა უნდა, არავინ  ტრაბახობს იმით, რომ ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ. ეს სატრაბახო ნამდვილად არ არის, მაგრამ ფაქტი უნდა იყოს წარმოდგენილი ისე, როგორც არის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები  სოციალურად შეჭირვებული ოჯახი იყოს ქვეყანაში, თუმცა, ასევე, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, თუ რა ხდება, ზოგადად, მსოფლიოში.  გვაქვს სეიროზული გამოწვევები და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ყოველდღიური მუშაობით, საზოგადობის მხარდაჭერითა და თანადგომით, ამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია. ძალიან ბევრი წერილი შემოდის დამხარებებთან დაკავშირებით და თითოეული დაავადების ისტორიის, ფორმა 100-ის უკან დგას ადამიანების ცხოვრება, მათი წარსული და მისი ჯანმრთელი მომავლის უზრუნველყოფა.  ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მხარში დავუდგეთ მათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული პრობლემების მოგვარების პროცესში თბილისის მერისა და მერიის თანამშრომლების მხრიდან ადამიანების სხვადასხვა ნიშნით დაყოფას ადგილი არასდროს ჰქონია.

„ერთი რამ უნდა აღვნიშნო და ხაზი გავუსვა, რომ, როგორც ქალაქის მერი, როგორც თბილისელებისგან არჩეული ადამიანი, ამ პრობლემების მოგავრებაში არასდროს  დამიყვია ადამიანები პარტიული კუთვნილების, სქესის, კონფესიური კუთვნილების ან სხვა გარემოებების მიხედვით.  ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველას გავუწიოთ მხარდაჭერა და თანადომა. ძალიან ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ  ვარ ყველას მერი. ჩვენი თანამშრომლებიც ზუსტად ამ მიდგომითა და განწყობით არიან. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ არსებული მდგომარეობა და ყოფა. თუ დახმარება იქნება საჭირო, ყველას დავეხმარებით, დაფინანსებაა საჭირო ჯანდაცვის მიმართულებით, მაქსიმალურად ყველას შევუწყობთ ხელს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები