ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„გავითვალისწინოთ იმ ოჯახების და არასრულწლოვანების ინტერესი, რომლებიც „ფრესქულში“ დადიოდნენ, რომლებიც ემზადებოდნენ, რომ პირველ კლასში შესულიყვნენ წელს და მათ მოუწიათ განათლების რეფორმა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 20267-2027 წელს დაშვებული იქნება ერთჯერადი გამონაკლისი და ამ წელს ყველა შევა სკოლაში, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. 2027 წლიდან რეფორმა დაუბრუნდება ისევ იმ მიმართულებას, რომელიც განსაზღვრულია კონკრეტულად სასკოლო მიმართულებით“, – აღნიშნა კირცხალიამ.