შალვა ნათელაშვილი: როდესაც ელისაშვილს აღარ დასჭირდა ოპოზიცია, გაემიჯნა და როცა დასჭირდება, შეიძლება, მოემიჯნოს

“როდესაც ალეკო ელისაშვილს აღარ დასჭირდა ოპოზიცია, გაემიჯნა და როცა დასჭირდება, შეიძლება, მოემიჯნოს”, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

„ეს ბატონი, რომელიც მიხსენეთ, როცა უნდოდა თანამშრომლობდა, მათ შორის, პირადადაც, როცა აღარ დასჭირდა, გაემიჯნა, როცა დასჭირდება, შესაძლოა, ისევ მოემიჯნოს“, – განუცხადა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს.

შალვა ნათელაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა იაგო ხვიჩიასა და ნიკა მელიას გუშინდელ დაპირისპირებაზე.
„ვფიქრობ, ბატონმა იაგომ გემრიელად იხუმრა ბატონ ნიკასთან დაკავშირებულ საუბარსა და მის შედეგებზე. ოპოზიციაში არცერთი ლიდერი იმას არ დაიჯერებს, რომ მას შეუძლია, მეორე ლიდერმა რაიმე ფიზიკური საფრთხე შეუქმნას და, მით უფრო, მის მოსაგერიებლად დასჭირდეს ცეცხლსასროლი იარაღი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები