„Looking Out” და პაულა რეგოს დაბადების დღე

1935 წლის 26 იანვარს დაიბადა პორტუგალიური წარმოშობის ვიზუალური არტისტი – პაულა რეგუ. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი მისი დაბადების დღეს აქვეყნებს სურათს – „Looking Out“.
„მისი ნამუშევრები ხშირად ფემინისტური ხასიათისაა, ავტორი ხშირად იყენებს პორტუგალიურ ფოლკლორს.
პაულა რეგუმ მთელი სერია მიუძღვნა ერთ ცნობილ პორტუგალიურ წიგნს.
1876 წელს გამოქვეყნდა ჟოზე მარია დე კეიროშის პირველი რომანი „პადრე ამაროს დანაშაული.” რომანი მოგვითხრობს ახალგაზრდა კაცზე, ამარო ვიეირაზე, რომელიც, ცხოვრების აზრს ეძებს. პერსონაჟი ტაძარში ხვდება ქვრივს და მის ქალიშვილს, ამელიას, რომლის გულსაც მალევე მოიგებს.
„მე ავირჩიე პორტუგალიური სულის რომანი, რადგან ვფიქრობ, რომ სოციალური თემატიკა უფრო მჭირდებოდა, ვიდრე მხოლოდ ხალხური თქმულებები.
„მამა ამაროს დანაშაული“ საზოგადოების მიმართ კრიტიკული რომანია. მაგრამ პირველ რიგში, ეს სიყვარულის ისტორიაა, რაც ყოველთვის მხიბლავდა. მამაჩემი ძალიან აფასებდა ამ წიგნს და ეს ნახატებიც მას მივუძღვენი“, – ამბობს რეგუ.
პაულა რეგუს ნამუშევარი „Looking Out” 1997 წელს არის შესრულებული და სერია „მამა ამაროს“ შემადგენილი ნაწილია. ამ ნამუშევარში პირველად ვხვდებით ამელიას. ტილოზე ამელია მარტოა გამოსახული, ის დგას ჩაკეტილ, ნაცრისფერ ოთახში და ჩაფიქრებული იყურება პატარა ფანჯრიდან. ამელია არის იმედგაცრუების და ქალის გათავისუფლების სიმბოლო. „Looking Out“ რეგუს ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი ნამუშევარია. ის არის სიყვარულის, ვნების და ზოგადად ქალის სრულყოფილი ვიზუალური კვლევა. ამ ტილომ თავად რომანსაც შესძინა ახალი სიცოცხლე“ – აღნიშნულია მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.

სურათზე: პაულა რეგუ. „Looking Out“. 1997. ქაღალდი, პასტელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები