რუსუდან თევზაძე ოპოზიციას: საზოგადოება ისე გაიზარდა, რომ არ სურს რევოლუცია და აღარ  გაებმება თქვენს მახეში

არა, „ძვირფასო“ ბატონებო და ქალბატონებო, ძალიან ცდებით, ჩვენი საზოგადოება ისე გაიზარდა, რომ არ სურს რევოლუცია და აღარ  გაებმება თქვენს მახეში, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს სოციალური უსაფრთხოების ექსპერტი რუსუდან თევზაძე.

მისივე აზრით, მცირე გამონაკლისის გარდა, ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური მომავალი ფსკერის ფსკერზეა დანარცხებული.

“მოკლედ ოპოზიციის ნაწილი იმუქრება, რომ ყველა „ლეგიტიმურ“ მექანიზმს გამოიყენებს ქვეყნის „პოლიტიკური კრიზისიდან“ გამოსაყვანად, კერძოდ,  მოაწყობს რევოლუციას, გააძლიერებს დასავლეთის ზეწოლას ხელისუფლებაზე და რაც უმთავრესია გამოიყვანს დიდი რაოდენობით ხალხს, რომელიც სამუდამოდ დაასამარებს ამ „რეჟიმს“.

სიმართლე გითხრათ, პირველ რიგში  ისინი მეცოდებიან ამგვარი პოლიტიკურად უბადრუკი თამაშის წესის გამო. ისინი, ხომ სრულიად არ და ვერ ფლობენ რეალობას და იხრჩობიან საკუთარ ფანტაზიებში და ძილში ნანახ სიზმრებში.

რეალობა გახლავთ შემდეგი,  მოგვწონს თუ არ მოგვწონს ნაცებს და მათ პირმშოებს ჰყავთ საკუთარი ამომრჩეველი და ხელისუფლებამ სრულად უზრუნველყო მოქალაქის თავისუფალი არჩევანის უფლება, სწორედ ამიტომაც მიიღო ოპოზიციამ ხმათა ის რაოდენობა რაც მიიღო და საუკეთესო სამართლებრივი ოპერირების სივრცე პარლამენტი

ოპოზოციამ, კი უგულებელყო საკუთარი ამომრჩევლის ნება და უღალატა მათ და ახლა გამალებით მოუწოდებს რევოლუციისკენ.

არა, „ძვირფასო“ ბატონებო და ქალბატონებო, ძალიან ცდებით, ჩვენი საზოგადოება ისე გაიზარდა, რომ არ სურს რევოლუცია და აღარ  გაებმება თქვენს მახეში.

მცირე გამონაკლისის გარდა, ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური მომავალი ფსკერის ფსკერზეა დანარცხებული, საიდანაც ამოსვლის შანსი უბრალოდ არ არსებობს.

პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტივია ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, გაიაზრა მოქალაქეობის არსი, კარგად მოირგო შესაბამისი როლი და დაადასტურა კიდეც არჩევნებზე, რომლის თავისუფალი არჩევანის გარანტი ჩვენი სახელმწიფო გახლდათ”, – აღნიშნავს თევზაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები