ირაკლი ჩიქოვანი: თუ ოპოზიციონერები საკუთარ მანდატს არ გამოიყენებენ, აბსოლუტურად იზოლირებულნი აღმოჩნდებიან იმისგან, რა უნდა საზოგადოებას
„თუ ოპოზიციონერები საკუთარ მანდატს არ გამოიყენებენ, აბსოლუტურად იზოლირებულნი აღმოჩნდებიან იმისგან, რა უნდა საზოგადოებას“, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ყოველდღიურად შორდება იმას, რაც ასოცირდება ევროპასა და ევროპულობასთან.
„ოპოზიციონერები და კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც ვერ ხედავენ საკუთარი პოლიტიკური მომავლის რეალიზების პერსპექტივას, უნდა მიხვდნენ, რომ თუ ისინი არ გამოიყენებენ საქართველოს მოქალაქეების მიერ მინიჭებულ მანდატს, იზოლირებული აღმოჩნდებიან იმისგან, რა უნდა საზოგადოებას. მეორე მხრივ, ისინი ყოველდღიურად შორდებიან იმას, რაც ასოცირდება ევროპასა და ევროპულობასთან“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.