იაგო ხვიჩია: ჩემს პარტიას არ შეუძლია რევოლუციის მოხდენა და სხვისი მოხდენილი რევოლუცია არ მინდა

“ჩემს პარტიას არ შეუძლია რევოლუციის მოხდენა და სხვისი მოხდენილი რევოლუცია არ მინდა”, – ამის შესახებ ,,გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რევოლუციას ხელი შეუშალოს.

„მე ვერ ვხედავ ვერავის, ვისაც რევოლუციის მოხდენა შეუძლია, თორემ რევოლუციის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, როცა სხვა გზა არ გაქვს. მეორე, ჩემს პარტიას არ შეუძლია რევოლუციის მოხდენა და სხვისი მოხდენილი რევოლუცია არ მინდა. ისედაც საშიშია რევოლუცია, არ შეიძლება – ვილაპარაკოთ, რომ მშვიდობიანი იქნება აუცილებლად, ამიტომ, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ხელი შევუშალო რევოლუციას. მე არ შემიძლია მოხდენა, ვიღაც სხვა პარტიები ახდენენ, რომელსაც მე არ ვენდობი“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები