გია ვოლსკი: უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, ამას დიდი კვლევა არ სჭირდება

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, ამას კვლევა არ სჭირდება, რადგან საზოგადოებას, რომელ პოლიტიკურ პოლუსზეც არ უნდა იყოს, პარლამენტი და სტაბილურობა სჭირდება.

როგორც ვოლსკიმ NDI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას აღნიშნა, საქართველო მოწინავე ადგილზეა ყველა კვლევასა და რეიტინგში, რომელიც დემოკრატიას აფასებს.

„კვლევების მიმართ არ მაქვს ისეთი დამოკიდებულება, რომელსაც მოელის ხოლმე საზოგადოება, რომ მხოლოდ ამ კვლევებზე ვაკეთებდეთ აქცენტს. უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, ამას დიდი კვლევა არ სჭირდება, საზოგადოებას, რომელ პოლიტიკურ პოლუსზეც არ უნდა იყოს, სჭირდება პარლამენტი და სტაბილურობა. რასაკვირველია, როდესაც დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რა ნიშნით შეიძლება, ეს საკითხები იქნას შეფასებული და როდესაც კონკრეტულ ადამიანებს შეკითხვას უსვამ, უნდა დააზუსტებინო, რა ნიშანი არ არის, რაც დემოკრატიულად წარმოადგენს საქართველოს, რომელსაც მოწინავე პოზიცია უკავია ყველა კვლევასა და რეიტინგში, რომელიც ამა თუ იმ ქვეყნის დემოკრატიას აფასებს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ენდიაი-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 76% მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ყველა არჩეულმა პარტიამ პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობა მიიღოს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები