„ქართული ესტრადის ბატონიც ხარ და მეფეც“ – თემურ წიკლაურის დაბადების დღე

22 იანვარი მომღერალ თემურ წიკლაურის დაბადების დღეა. მას 75 წელი შეუსრულდა. სოციალურ ქსელში თემურ წიკლაურს დაბადების დღეს მომღერალი ავთო წიკლაური ულოცავს.
„გილოცავ, თემურ! მაპატიე, ბატონობით ვერ მოგმართავ, თუმცა, ქართული ესტრადის ბატონიც ხარ და მეფეც!
შენი დიდებული ხელოვნება, ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი!
მომავალი კი შენი ქართული, კაცური, სიმღერებით დამშვენებული და გაბრწყინებული საქართველოა!
კიდევ ერთხელ გილოცავ!
ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს!
წარმატებები მრავალჟამიერ“! – წერს ავთო წიკლაური.
ცნობისათვის: თემურ წიკლაური კორონავირუსული ინფექციით შემდეგ  გორის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები