ხატია დეკანოიძე: ელისაშვილი იმ ადგილას მივიდა, სადაც მას უნდა მუშაობა
“ჩემთვის ნამდვილად უინტერესოა, სად მივიდა ელისაშვილი, რეალურად, იმ ადგილას მივიდა, სადაც მას უნდა მუშაობა”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ალეკო ელისაშვილისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, ვის ელაპარაკება ახლა „ქართული ოცნებიდან“ ორი ადამიანი, მისთვის ნაკლებად საინტერესოა.
,,ჩემთვის ნამდვილად უინტერესოა, სად მივიდა ელისაშვილი, რადგან პარტია „მოქალაქეების“ დამოკიდებულება ოპოზიციური პლატფორმის მიმართ გამოჩნდა ძალიან დიდი ხანია და რეალურად იმ ადგილას მივიდა, სადაც მას უნდა მუშაობა, რომ მიანიჭოს პარლამენტს ლეგიტიმაცია.
ჩვენ ახლა ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს. უახლოეს დღეებში ოპოზიციის ფორმატში შეხვედრას ვაპირებთ, რომ განვიხილოთ ძალიან ბევრი თემა, დავსახოთ გემები და რეალურად ვიმსჯელოთ, რა ეშველება ამ უმძიმეს კრიზისს, პოლიტიკურსა და ეკონომიკურს, რომელზეც არ ზრუნავს ხელისუფლება, ამიტომ, ვის ელაპარაკება ახლა „ქართული ოცნებიდან“ ორი ადამიანი, ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.