სტრასბურგის სასამართლოს პოლონელი და უკრაინელი მოსამართლეები “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” საქმეში სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ

ადამიანის უფლებათა სასამართლოს უკრაინელი მოსამართლე, ანა იუდკოვსკაია სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს მიიჩნევს შეცდომად, რომელშიც რუსეთს 2008 წლის ომის აქტიური ფაზისთვის პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

ამის შესახებ საქართველოს, უკრაინისა და პოლონეთის მოსამართლეების მოსაზრებაშია ნათქვამი, რომელიც იუდკოვსკაიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მოსამართლეები: ანა იუდკოვსკაია, კშიშტოფ ვოიტიჩეკი და ლადო ჭანტურია მოსამართლეთა უმრავლესობას არ ეთანხმებიან იმაში, რომ რუსეთ-საქართველოს ომის აქტიურ ფაზაში განვითარებული მოვლენები რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში ვერ მოხვდა, შესაბამისად, რუსეთს აღნიშნულ დღეებში ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ ეკისრება. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება “სადავო ინციდენტების, მსხვერპლთა დიდი რაოდენობის, მტკიცებულებათა დიდი მოცულობისა და შესაბამისი მტკიცებულებების დადგენის სირთულის” გათვალისწინებით.

“გაოცებულები ვართ ამ არგუმენტების გამო. ჩვენი აზრით, ამ სასამართლოს ფუნქცია სწორედ პრიორიტეტულად მნიშვნელოვანი საქმეების გადაწყვეტაშია. სამოქალაქო მოსახლეობასთან მიმართებით დაპირისპირებული მხარეების იურისდიქციის უარყოფა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ლოგიკას ეწინააღმდეგება, რომელიც სამხედრო გადაწყვეტილებების მიღების დროს, სამოქალაქო პირებს პროცესის ცენტრში აყენებს, ასევე აქცევს მათ რთულ სამართლებრივ მდგომარეობაში ორივე დაპირისპირებული მხარის მიმართ, იქამდეც კი, სანამ ცეცხლი იქნება გახსნილი”, – ნათქვამია განმარტებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები