ირაკლი ჩიქოვანი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო სამართლის პრინციპების გამოყენებით, მშვიდობიანად, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად

საქართველოს პარლამენტის წევრი და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ჩიქოვანი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამარლოს მიერ საქმეზე საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ, დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას “ისტორიულს” უწოდებს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამ გამარჯვებას ულოცავს.

,,დღეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება საქმეზე – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ. სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას და დაადასტურა რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევა. აღნიშნული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების გასამყარებლად და საერთაშორისო სამართლის პრინციპების გამოყენებით, მშვიდობიანად, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

ჩვენმა ხელისუფლებამ, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების უზარმაზარი შრომის შედეგად, მიაღწია ამ დიდ გამარჯვებას და მე მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დაუღალავად შრომობდა საქართველოს ინტერესების დასაცავად.

ჩვენს თითოეულ  მოქალაქეს ვულოცავ  ამ დიდ გამარჯვებას!”, – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები