გია ვოლსკი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს მომავალში სერიოზული ბერკეტი აქვს, დავა და თავისი პოზიციის დაცვა გააგრძელოს

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საერთაშორისო დონეზე ვერავინ გაატარებს უყურადღებოდ.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი და უპირველესი დასტურია იმის, რომ საქართველოს მომავალში სერიოზული ბერკეტი აქვს,  დავა და თავისი პოზიციის დაცვა გააგრძელოს. რასაკვირველია, ამ პოზიციას საერთაშორისო დონეზე ვერავინ განუდგება, ვერც პარტნიორი ქვეყნები გაატარებენ ამ თემას უყურადღებოდ და ეს ყველასთვის იქნება სამაგალითო. საქართველოს ასეთი მძლავრი სამართლებრივი ბერკეტი არ ჰქონია. რუსეთისგან, ოკუპანტი ქვეყნისგან რას უნდა ელოდო, საკმაოდ დესტრუქციული მოქმედებების გარდა? ამას ემატება მისი ინტერესები, შექმნას ალტერნატიული დერეფანი, ასევე, სამხედრო სტრატეგიული ინტერესები, რომელიც რეგიონში გააჩნია, თუმცა, ამ ინტერესების დაპირისპირებისას საქართველოს პოზიციები უფრო გაძლიერებულია, რისთვისაც რუსეთი როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ფასს უკვე დიდი ხანია იხდის. ამ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ უკუსვლა არ ექნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები