ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბი – გიორგი ოვაშვილის ფილმის „სიმინდის კუნძულის” ჩვენება

23 იანვარს, 22:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბში გიორგი ოვაშვილის ფილმის „სიმინდის კუნძულის” ჩვენება გაიმართება.
ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც მან მოიპოვა ფესტივალის მთავარი ჯილდო – „ბროლის გლობუსი” და ეკუმენური ჟიურის პრიზი.
მას შემდეგ „სიმინდის კუნძული” წარმატებით აჩვენეს ათეულობით კინოფესტივალზე, მათ შორის ჩიკაგოს, კოტბუსის, მონპელიეს, სან-სებასტიანის, სიეტლის, სიდნეისა და ტრიესტეს კინოფესტივალებზე. ფილმს მიღებული აქვს არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო.
„სიმინდის კუნძული” საქართველოს, გერმანიის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ყაზახეთისა და უნგრეთის კოპროდუქციაა.
ფილმის ჩვენება გაიმართება ფეისბუქზე პირდაპირი ჩვენების ფორმატში და ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.  ჩვენების ბმული ასევე გაზიარდება ეროვნულ კინოკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები