აშშ-ის ისტორიაში პირველად, ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელად ქალი დამტკიცდა

აშშ-ის სენატმა ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელად ავრილ ჰეინსი დაამტკიცა.

ჰეინსი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი გახდა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას გაუძღვება. მას მხარი 84 -მა სენატორმა 10-ის წინააღმდეგ დაუჭირა.

ავრილ ჰეინსი ადრე უწყების დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ახლა ის ჯო ბაიდენის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი გუნდის ერთ-ერთი წევრი ხდება.

კენჭისყრა მას შემდეგ გაიმართა, რაც ფიცი სამმა ახალმა სენატორმა დადო, რის შედეგად დემოკრატიულმა პარტიამ სენატში უმრავლესობა მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები