თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიკოსის, თსუ-ის პროფესორ გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ბატონ გიორგის მრავალი წელი აკავშირებდა უნივერსიტეტთან, ისტორიის მიმართულების სტუდენტების უამრავმა თაობამ გაიარა მის თვალწინ, აღზარდა არაერთი შესანიშნავი ისტორიკოსი. ძალზე დიდია მისი დამსახურება საქართველოს ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, ქართული ეპიგრაფიკისა და პალეოგრაფიის შესწავლისა და განვითარების მიმართულებით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, სტუდენტებს“, – ნათქვამია უნივერსიტეტის სამძიმრის წერილში.
ისტორიკოსი, გიორგი ოთხმეზური დღეს 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.