კახა კალაძე: ვიზიარებ გიორგი ოთხმეზურის ოჯახის წევრების, მისი ახლობლების, აკადემიური და სამეცნიერო წრეების დიდ გულისტკივილს
თბილისის მერი, კახა კალაძე ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს უსამძიმრებს.
„მინდა, მწუხარება გამოვთქვა ცნობილი ქართველი მეცნიერის, ისტორიკოსის, გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო. დიდია მისი წვლილი საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის კვლევებში. ვიზიარებ გიორგი ოთხმეზურის ოჯახის წევრების, მისი ახლობლების, აკადემიური და სამეცნიერო წრეების დიდ გულისტკივილს“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე.
ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური დღეს 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.