ევროპის წამლის სააგენტოში რუსული ვაქცინის რეგისტრაციის განაცხადი შევიდა

პირდაპირი ინვესტიციების რუსულმა ფონდმა ევროპის წამლების სააგენტოში რუსული ვაქცინის – “სპუტნიკ V”-ის რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანა.

შესაბამისი ინფორმაცია ფონდის საიტზეა განთავსებული.

აღინიშნება, რომ ევროპის წამლების ექსპერტებმა რუსული ვაქცინის მწარმოებლებთან სამეცნიერო კონსულტაცია გამართეს.

ფონდში იმედოვნებენ, რომ ეტაპობრივი ექსპერტიზის პროცესი თებერვალში დაიწყება. რუსული ვაქცინისთვის რეგისტრაციის გაცემის გადაწყვეტილება იქნება მიღებული საექსპერტო შემოწმებების სერიის შემდეგ.

ამჟამად, ევროპის წამლების სააგენტოს მხოლოდ ორი ვაქცინა აქვს დამტკიცებული – Pfizer და Moderna, მოსალოდნელია, რომ იანვრის ბოლოს ასევე მოხდება AstraZeneca-ს პრეპარატის გამოყენებაზე ნებართვის გაცემა.

19 იანვარს ევროკომისიამ წევრ ქვეყნებს მოუწოდა ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებისკენ, რომ უკვე ზაფხულისთვის კონტინენტის მოსახლეობის მინიმუმ 70% იყოს აცრილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები