ჩანაწერები “გარეჯის საქმეზე” – პროკურორის მტკიცებით, დადგენილია, რომ მელაშვილი და ილიჩოვა ზემდგომების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგო ჩადენილ ქმედებაში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, დააკავებულებისთვის ბრალის დაზუსტების მიზეზი დანაშაულის მოტივი გახდა.

პროკურორის თქმით, საქმეზე ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი არსებობს, რომლის დემონსტრირებასაც საგამოძიებო უწყება უახლოეს მომავალში აპირებს.

„დღეს მოხდა ბრალდებულებისათვის ბრალის დაზუსტება და სწორედ დაზუსტებული ბრალის წარდგენის პროცედურები უნდა განხორციელდეს. რაც შეეხება ბრალის დაზუსტების საფძველს, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, დავაანონსეთ, რომ მოტივი დადგენილი და გამოკვეთილი გვქონდა, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გასაჯაროებისგან თავს ვიკავებდით, რადგან ამ მიმართულებით დამატებითი ღონისძებები მიმდინარეობდა, დღეს უკვე შესაძლებლობა გვაქვს, თავისუფლად ვისაუბროთ მოტივთან დაკავშირებით და საზოგადოებას მივაწოდოთ.

დადგენილი არის, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ განზრახ და ასევე, დავალებების შესაბამისად, ზემდგომი პირების, ზემდგომი თანმდებობის პირების დავალებების შესაბამისად საუბრობდნენ. რაც შეეხება მტკიცებულებებს, თუ რა ადასტურებს ამ გარემოებას. პირველი, ეს არის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, თუმცა, ყველაზე მთავარი, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებია, ეს არის აუდიო-ვიდეო მასალა, რომელიც პრაქტიკულად ვიზუალური დემონსტრაციაა, როგორც ამ გარემოების – მოტივთან დაკავშირებით, ასევე, ყველა მნიშვნელოვანი გარემოების, რაც ბრალდებულების ქმედებებს ნარატივად გასდევდა. აქვე დაავაანონსებ, რომ უახლოეს მომავალში, ყველა ამ გარემოებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, ჩვენ ამის დემონსტრაციას მოვახდენთ, საზოგადოებას ამას ნათლად მივაწდვით და ეს უკვე პრაქტიკულად დოკუმენტური დესკრიპცია იქნება, საზოგადოებას ნათელი წარმოდგენა შეექმნება, როგორც ბრალდებულების მიერ განხორციელებულ ქმედებებთან, ასევე მოტივთან დაკავშირებით“, – განაცხადა სადრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები