„გინახავთ ასე ერთად თამარი და ლაშა-გიორგი“? – ირაკლი ქავთარაძის უცნობი ფოტოები

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ფეისბუქის გვერდზე ფოტოგრაფ ირაკლი ქავთარაძეს იხსენებს და მას ქართველ  რობერტ კაპას უწოდებს. მისი აზრით, ირაკლი ქავთარაძის არქივი უნდა გამოიცეს.
„მისი 500-ზე მეტი უნიკალური ფოტო დაახლოებით 8 წლის წინ ხელოვნების სასახლეში მე და ლელო ჭიჭინაძემ მივიტანეთ, უფრო სწორად, ოჯახიდან გადმოვიტანეთ. ახლა ვხვდები, რომ ეს არქივი აუცილებლად უნდა გამოვცეთ, აქ არის დავით-გარეჯი, არმაზის გათხრები, სამთავისი, ვინ მოთვლის, რამდენი ძეგლი და ღირშესანიშნავი მოვლენა. მოღვაწეობდა მე-20 საუკუნის 40-იან წლებში“.
მეორე სტატუსში გიორგი კალანდია ცალკე გამოყოფს თამარისა და ლაშა-გიორგის ფრესკას,
„გინახავთ ასე ერთად თამარი და ლაშა-გიორგი? 1940-იანი წლები. ფოტოგრაფი ირაკლი ქავთარაძე, უმაგრესი ადამიანი, რომლის ფოტოხელოვნება ჯერ კიდევ უცნობია, ხელოვნების სასახლეში რომ მივედი, ერთ-ერთი პირველი, რაც გავაკეთე, ირაკლი ქავთარაძის არქივის 500-ზე მეტი ფოტო შევიტანე მუზეუმში“, – წერს გიორგი კალანდია.


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები