ჩინეთში კორონავირუსის აფეთქების ფონზე დაჩქარებული წესით ე.წ. საკარანტინო ბანაკის მშენებლობა მიმდინარეობს

ჩინეთში კორონავირუსის ხელახალი აფეთქების ფონზე 4 ათას ადამიანზე გათვლილ საკარანტინო ბანაკს აშენებენ. მიმდინარე თვეს ჩინეთში ათობით ათასი ადამიანი კარანტინში აღმოჩნდა.

ე.წ.საკარანტინო ბანაკის მშენებლობა ჰებეის პროვინციაში მიდის, რომელიც პეკინთან ახლოს მდებარეობს.

ჩინეთმა კორონავირუსის გავრცელება მნიშვნელოვნად შეაკავა, თუმცა, ბოლოდროინდელი შემთხვევების ზრდა ადგილობრივი მთავრობის შეშფოთებას იწვევს, მით უმეტეს, ჩინური ახალი წლის მოახლოების ფონზე, რა დროსაც ტრადიციულად მილიონობით ადამიანი საკუთარ ოჯახებში იკრიბება.

ამჟამინდელი აფეთქება ფიქსირდება შიძიაჯუანის პროვინციაში, სადაც უკვე დაწესებულია მკაცრი შეზღუდვები, ინფიცირებულები კი კარანტინში არიან გადაყვანილნი.

თავდაპირველად იგეგმებოდა 3 ათასზე გათვლილი ბანაკის აშენება, თუმცა, ტემპების ზრდასთან ერთად 4160-მდე გაზარდეს.

როგორც შიძიაჯუანის ​მერის მოადგილემ განაცხადა, მშენებლობა 13 იანვარს დაიწყო, პირველი ეტაპი 6 დღეში დასრულდა და ინფიცირებულების მისაღებად მზად არის, მშენებლობის მეორე ეტაპი კი გრძელდება.

ტელეკომპანია CCTV-ის ინფორმაციით, ბანაკში 18 კმ/მ ოთახებში იქნება ცალკე საშხაპე, მაგიდა, სკამები, საწოლი, ინტერნეტი და ტელევიზორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები