ზაალ უდუმაშვილი: პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს.

„თებერვლიდან ოპოზიცია აქტიურ რეჟიმში გადავა. ბუნებრივია, როცა ჩვენ უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე, ეს ნიშნავს, რომ ძალიან აქტიური იქნება ქუჩა, პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს“, – აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

ცნობისთვის, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინის პარალელურად, არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები