თაკო ჩარკვიანი – იაგო ხვიჩიას: სახელმწიფოში დედა რუსკა არის თუ მამა თემური, საბუთი ჯარიდან გათავისუფლების შესახებ უნდა მოგცეთ კანონითა და სამართლით, მაინტერესებს, თქვენ ვინ გაძლევთ

„რუსთავი 2“-ის ეთერში „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია იმ პოლიტიკურ მიმდინარე მოვლენებზე საუბრობდა, რომელიც, შეიძლება ითქვას, დღის წესრიგის მთავარი თემაა. კერძოდ, საუბარი შეეხებოდა მათი და „ნაციონალურ მოძრაობის“ ურთიერთობას, ელისაშვილთან კონსულტაციებსა და ვაშაძის უარს მოლაპარაკებებზე.
ეთერში სასაუბროდ ასევე პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი – თაკო ჩარკვიანი ჩაერთო, რომელმაც ხვიჩიას რამდენიმე კითხვაზე პასუხი მოსთხოვა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

თაკო ჩარკვიანის კითხვაზე, თქვენ რომ ჯარიდან ათავისუფლებთ, ადამიანებს ეს ზეპირსიტყვიერებით არის, თუ რაიმე ცნობას გაძლევთ სახელმწიფო? ვინ გაძლევთ საბუთს? იაგო ხვიჩია პასუხობს, რომ საბუთს მათი მღვდელმსახური გასცემს.

„საბუთს ლევან ჯგერენაია, ჩვენი მთავარი მღვდელმსახური გასცემს, ხოლო ამას ადასტურებს დედა რუსკა, რომელიც ასევე „ბიბლიურ თავისუფლებაში“ მუშაობს”, – აცხადებს ხვიჩია.
ამასთან, ჩარკვიანი პასუხობს, რომ ის ასე „კანონი და სამართლის“ პარტიის წარმომადგენელს ვერ დააბნევს.

„თქვენ „კანონი და სამართლის“ პარტიის წარმომადგენელს ვერ დააბნევთ. სახელმწიფოში დედა რუსკა არის თუ მამა თემური ან იაგო ხვიჩია, ხვალ შეგიძლიათ, თქვენც გახდეთ მამაო, თქვენ საბუთი უნდა მოგცეთ კანონითა და სამართლით.
მე ვეუბნები საზოგადოებას, რომ ის საბუთი, რომელსაც თქვენ, „გირჩი“ აძლევთ ხალხს, ჯარიდან გათავისუფლების შესახებ, შეუძლებელია სუს-ის მონაწილეობის გარეშე გაიცეს. ამიტომ, თქვენი ვალდებულება არის, რომ ოპოზიციაში, კობახიძის დავალებით, პირველი ვინც უნდა დაგეშანტაჟებინათ ეს არის გიორგი ვაშაძე, რადგან „სტრატეგია აღმაშენებლის“ შესვლა პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თქვენ შესვლასა და გამოსვლას ვერავინ ვერ გაიგებდა.
მე მქონდა ინფორმაცია, რომ ელისაშვილი და „გირჩი“ ირაკლი კობახიძის დავალებით მოქმედებდნენ, რათა გიორგი ვაშაძე დაეშანტაჟებინათ, ვინაიდან ვაშაძე გახდა ინიციატორი პარლამენტში არ შესვლისა“, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები