Bild: გერმანიაში შესაძლოა, მოქალაქეებს სამედიცინო ნიღბის ნაცვლად რესპირატორების ტარება დაავალდებულონ

“გერმანიის მთავრობამ შესაძლოა, სამედიცინო ნიღბების ნაცვლად მოქალაქეებს FFP2 ტიპის რესპირატორების ტარება დაავალდებულოს, რომლებიც ნიღბებზე გაცილებით მდგრადია და მეტი ნაწილაკების გაფილტვრა შეუძლიათ”, –

ამის შესახებ Bild-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ასეთი მოთხოვნა უკვე ძალაშია ბავარიაში, თუმცა შეიძლება, საყოველთაო გახდეს, თუ დღეს შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

Bild გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელს ციტირებს, რომელმაც თქვა, რომ ქვეყანაში FFP2/FFP3 ტიპის ნიღბების წელიწადში 750 მილიონის წარმოებაა შესაძლებელი.

17 იანვარს ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ ქვეყანაში 25 იანვრიდან გარკვეულ სფეროებში, როგორებიც არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ვაჭრობა, FFP2 ტიპის რესპირატორების ტარება იქნება სავალდებულო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები