ირანს გაერო-ში ხმის უფლება ჩამოართვეს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ირანს, ლიბიას, ასევე, კიდევ 8 ქვეყანას დავალიანების გამო ორგანიზაციაში ხმის უფლება ჩამოართვა.

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტიერეშის წერილში ნათქვამია, რომ, ორგანიზაციის წესდების შესაბამისად, ამჟამად 10 ქვეყანას აქვს დავალიანება.

გაერო-ს მე-19 წესდების მიხედვით, წევრი-ქვეყანა, რომელსაც ისეთი დავალიანება გააჩნია, რომელიც აღემატება შენატანს ბოლო ორი წლის განმავლობაში, ხმის უფლებას კარგავს. ამასთან, გენერალურ ასამბლეას შეუძლია მოვალე-სახელმწიფოს მისცემს ხმის უფლება, თუ დავალიანების დაგვიანება მოხდა ქვეყნისგან დამოუკიდებელი მიზეზით.

გუტიერეშის თქმით, ირანს მართებს 16 მილიონ დოლარზე მეტი, ლიბიას 705 ათას დოლარზე მეტი, სომალის 1,4 მილიონ დოლარზე მეტი.

ასევე, იმ ქვეყნების სიაში, რომელსაც ხმის უფლება ჩამოერთვათ, არიან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კონგო, ნიგერია, სამხრეთ სუდანი და ზიმბაბვე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები