არგენტინაში 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

არგენტინაში, პოსიტოს დეპარტამენტში 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

სეისმოლოგების თქმით, მიწისქვეშა ბიძგები 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა და მეზობელ ჩილეშიც იგრძნობოდა, სადაც 6,4 მაგნიტუდა ფიქსირდებოდა.

აღინიშნება, რომ მიწისძვრამდე ამავე რაიონში 40 წუთით ადრე ასევე 2,9 მაგნიტუდის ბიძგები იყო.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები