2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 3 876.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 876.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

“ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 61.7 პროცენტს შეადგენს.

აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 62.6 პროცენტით გაიზარდა და 2 391.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები