ალექსეი ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

მოსკოვში ხიმკის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსი ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ამის შესახებ პოლიტიკოსის ადვოკატმა, ვადიმ კობზევმა განაცხადა.

რუსეთის შსს-ს წარმომადგენელმა პროცესზე განაცხადა, რომ ნავალნიმ გამოსაცდელი ვადის პირობები ბევრჯერ დაარღვია. ნავალნისთვის რეალური სასჯელის გამოცხადება 29 იანვარს მოხდება.

ოპოზიციონერს ბრალს “ივ როშეს” საქმეზე უყენებენ, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ ის გაამართლა და რუსეთის მთავრობას მისთვის კომპენსაციის გადახდაც კი დააკისრა.

ნავალნის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას “კანონიერების პაროდიასაც კი ვერ უწოდებ”.

სასამართლოს შენობასთან ნავალნის მომხრეები შეიკრიბნენ, რომლებიც გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სკანდირებდნენ – “სირცხვილია” და “თავისუფლება ალექსი ნავალნის”.

თავად ნავალნიმ კი პოლიციის შენობაში სასამართლოს სხდომას “უდიდეს უკანონობად” შეაფასა.

ალექსი ნავალნი გუშინ “შერემეტიევოს” აეროპორტში ბერლინიდან დაბრუნების შემდეგ დააკავეს, სადაც ის “ნოვიჩოკით”მოწამვლის შემდეგ 5-თვიან სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები