ნორვეგიაში საკარანტინო ზომებს ასუსტებენ

ნორვეგიის მთავრობამ საკარანტინო ზომების შესუსტების გადაწყვეტილება მიიღო, პირველ ყოვლისა, ახალგაზრდებისა და ბავშვებისთვის, ასევე, დასაშვები ხდება 5 ადამიანის თავშეყრა.

ამის შესახებ ქვეყნის პარლამენტში პრემიერმინისტრმა, ერნა სულსბერგმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ზომები ჯამურად ნარჩუნდება, თუმცა, გარკვეული კორექტივა შევა ახალგარზდებისთვის, “რომ ბავშვებისა და ახალგაზრდების ცხოვრება მეტად პროგნოზირებადი გახდეს”.

ამიერიდან ბავშვებსა და 20 წლამდე ახალგაზრდებს ღია ცის ქვეშ ღონისძიებებში შეეძლებათ მონაწილეობა, ასევე, ვარჯიში ხდება დასაშვები. დისტანციურ სწავლებაზე რეკომენდაცია ძალაში რჩება.

რესტორნებსა და ბარებში ალკოჰოლის გაყიდვა ისევ აკრძალულია, თუმცა, ამ ზომას მომდევნო კვირას ისევ განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები