უკრაინა 25 იანვრიდან მკაცრ “ლოქდაუნს” აუქმებს

უკრაინაში 25 იანვრიდან მკაცრი “ლოქდაუნის” მოხსნა იგეგმება.

როგორც მედიას ქვეყნის პრემიერმა, დენის შმიგალმა განუცხადა, მკაცრი ზომების მოხსნის შემდეგ შეზღუდვები იმოქმედებს.

“ამჟამად, ვაუქმებთ იმ შეზღუდვებს, რომლებიც ახალი წლიდან შობამდე მოქმედებდა. ეს შეზღუდვა რომ არ შემოგვეღო, თებერვალში კრიტიკული მაჩვენებლები გვექნებოდა, რომლებსაც ჩვენს სამედიცინო სისტემა ვერ გაუძლებდა”, -თქვა პრემიერმა.

მისი თქმით,  ე.წ. ლოქდაუნის მთავარი მიზანი მოსახლეობის მობილობის შემცირება იყო, რამაც ვაქცინის მიღებამდე ჯანდაცვის სისტემის განტვირთვის საშუალება მოგვცა, “პრეპარატს თებერვალში მივიღებთ”.

უკრაინაში მკაცრი ეპიდშეზღუდვები 8 იანვრიდან მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები