ამირან გამყრელიძე: მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ეპიდვითარებას აფასებს. მისი თქმით, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა სტაბილიზაციისკენ მიდის.

“ქვეყანაში მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მაგრამ ეს არანაირი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. სიკვდილიანობასთან მიმართებით ე.წ. ტრეშოლდს ჩამოვცდით. ბოლო დღეების განმავლობაში გვაქვს 29-ზე ნაკლები სიკვდილის შემთხვევა ქვეყანაში, ესეც ამ პოზიტიური ტენდენციის ერთ-ერთი პირდაპირი ინდიკატორია”, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები