ბაიდენის ინაუგურაციამდე FBI ეროვნული გვარდიის წევრებს ამოწმებს, ზოგიერთი მათგანი შესაძლოა, საფრთხეს წარმოადგენდეს

აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიურო(FBI) ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე ეროვნული გვარდიის წევრებს ამოწმებს, რომლებიც ცერემონიის უსაფრთხოებაზე იზრუნებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

ცნობილია, რომ 20 იანვარს ღონისძიებაზე უსაფრთხოებას ეროვნული გვარდიის 25 ათასამდე წევრი დაიცავს.

მედიის ინფორმაციით, ზოგიერთი მათგანი შესაძლოა, სტუმრებისთვის ან არჩეული პრეზიდენტისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს.

როგორც სააგენტოს ქვეყნის სახმელეთო ძალების ხელმძღვანელმა, რაიან მაკარტიმ განუცხადა, ხელისუფლებისთვის პოტენციური საფრთხის შესახებ ინფორმაცია ცნობილია, ხელმძღვანელობა გაფრთხილებულია. თუმცა, მაკარტის თქმით, ასეთი საფრთხის შესახებ ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

“მუდმივად ვაკვირდებით ამ ინფორმაციას, ადამიანებს მეორედ, მესამედ ვამოწმებთ. აუცილებელია ყველა მექანიზმის ამუშავება იმ ქალებისა და მამაკაცების შესამოწმებლად, რომლებიც ამ ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას”, – თქვა მაკარტიმ.

FBI -მ ეროვნული გვარდიის წევრების შემოწმება ერთი კვირის წინ დაიწყო და ის გულისხმობს უწყების მიერ შექმნილი სპეციალური სიების მეშვეობით მათ შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას. მასში შეიძლება, იყოს მონაცემი ტერორიზმთან დაკავშირებით. როგორც გენერალმა, დენიელ ხოკანსონმა განმარტა, იმ შემთხვევაში, თუ გაჩნდება ინფორმაცია, რომ აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში რომელიმე პირი იზიარებს ექსტრემისტულ განწყობებს, ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებს გადასცემენ.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები